„ესეც ასე, ყველაფერი დავასრულე… სიცოცხლის ფასი არაფერია“

84

მსახიობი გიორგი ყიფშიძე,რომელმაც ბიშკეკის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო კურსები გაიარა, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მისი მკურნალობა დასრულდა და საქართველოში მოემგზავრება.

მკურნალობის შედეგებზე საუბრისას მსახიობი ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის მეთოდი ამ კონკრეტულ კლინიკაში სრულყოფილია:

„ესეც ასე, ყველაფერი დავასრულე, ახლა ტაქსის ველოდები, რომ აეროპორტში წამიყვანოს. კომპეტენტური ვარ იმაში, რაც გავიარე და რაც ჩემს ტყავზე გამოვცადე და მთელი სრული პაკეტი რომ მუშაობს ვიცი.

შედეგებზე ვისაუბროთ რამდენიც გინდათ.

შედეგი კი სახეზეა – ხედავთ, ბევრჯერ მიცდია საქართველოში და ახლოსაც ვერ მოსულან ჩვენი ღრმად პატივსაცემი ნარკოლოგები.

აქ ოთახში ცხოველივით კი არ გკეტავენ, როგორც თბილისში, აქ სეირნობ გახვალ და გაისეირნებ, დეპრესიული გარემო კი უფრო „ლაითად“ გაივლის, იცით რომ ნარკომანიას პარანოია ახასიათებს.

სიცოცხლის ფასი არაფერია, ამიტომ წარმატებები“- ამბობს მსახიობი.