„ტიკ-ტოკერ“ მიშა ექიმს, 27 წლის მიშა გვენცაძეს, ახლოს ჟურნალი „გზა“ გვაცნობს.
– ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც გვითხარი: როგორი ქალები იქცევენ შენს ყურადღებას?
– ქალს უნდა ეტყობოდეს, რომ ჩემი ცხოვრების დანგრევა შეუძლია და ამ შემთხვევაში, ჩემს ყურადღებას იქცევს (იცინის). სახლში მისვლას 10 წუთით რომ დააგვიანებ და ფიქრობ – იქაურობა გადამწვარი დაგხვდება თუ არა და ამის შანსი 50/-50-ზე რომ არის (იცინის)… ამ ეტაპზე, არავინ მყავს.
– პირად ცხოვრებაში ცუდი გამოცდილება გაქვს?
– არა, პირიქით – ყველა კაცს ვურჩევდი, გამოცადოს. ეს აღმაფრთოვანებელია, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი ურთიერთობები მალე სრულდება. ასე იმ ტიპის ურთიერთობას ნამდვილად ვერ ააწყობ, როგორიც ჩვენს ბებია-ბაბუებს ჰქონდათ: 60 წელი ერთად ვართო, რომ გვეუბნებოდნენ. 100%-ით სერიოზულად ვამბობ: თუ იმის საფრთხე არსებობს, რომ გოგომ ცხოვრება დამინგრიოს და გამაუბედუროს, ეგ აღმაფრთოვანებს (იცინის).
– შეგიძლია, ამ თემაზე ვრცლად გვესაუბრო?
– არა, ვერ მოგიყვები…
– დეპრესია გადაიტანე, ფიქრობდი, რომ ცხოვრება დაგენგრა?
– დეპრესია არ მქონდა. უბრალოდ, ძალიან დიდი შემოსავალი მქონდა და გოგოსთან ურთიერთობის შემდეგ ვიყავი უსახლკარო, რაც ძალიან მაგრად დამამახსოვრდა. კარგად ვიცხოვრეთ, მაგრამ ასეთი ურთიერთობები მალე სრულდება…