“ქორწილი ახლა უკვე კორეაში – ფულს აქაც წერენ, საჩუქრები არ ახასიათებთ“ – ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეული ქორწილის კადრებს გვიზიარებს (ვიდეო)

169

ქართველმა ბლოგერმა, სოფია კვინიკაძემ, რომელიც ხალხმა სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელით გაიცნო, ქორწილი ახლა უკვე კორეაში გადაიხადა.

სოფია კვინიკაძე, რომელიც აქტიურად ეწევა კორეაში საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციას და ამასთან, არაერთი ადამიანი დააინტერესა აზიური კულტურით, ამჯერად, გამომწერებს კორეული ქორწილის ტრადიციებზე მცირე ინფორმაციას აწვდის და საკუთარი ქორწილიდან კადრებსაც უზიარებს:

„ქორწილი ახლა უკვე კორეაში👰🏻‍♀️🤍💍

კორეეული ქორწილი, ძალიან მოკლეა, 2 საათში სრულდება. რა თქმა უნდა, „სუფრა“ აქაც არის, გემრიელობებით, მაგრამ თამადის გარეშე 😅

ვიდეოში ასახული ცერემონიის შემდეგ, ყველა გადაინაცვლებს რესტორანში, მიირთმევენ და ასე დაიშლებიან ხოლმე.

,,ფილმის კადრს ჰგავს, ზღაპრულად ლამაზები ხართ…უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ” – სოფია კვინიკაძისა და მისი რჩეულის საქორწილო ფოტოსესია

P. S.

ფულს აქაც წერენ, საჩუქრები არ ახასიათებთ“, – წერს სოფია კვინიკაძე.