“გაფრთხილდით, ჩემსავით რომ არ გადურაკდეთ” – ნინო მიქიაშვილი მიმართვას ავრცელებს

272

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ფეისბუქის მეგობრებს ინტერნეტ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს, რომლის მსხვერპლი თავად გახდა:

ჩემსავით რომ არ “გადურაკდეთ”

მესინჯერში რომელიმე მეგობარი ტელეფონის ნომრის გაგზავნას რომ გთხოვთ, აი, ასე: “ვცდილობდი ჩემს ფეისბუქში შესვლას ჩემი ახალი ტელეფონით და მთხოვენ ვიპოვო ვინმე, რომელიც დამეხმარება კოდის მიღებაში”. შემდეგ თქვენ ნომერს რომ გაუგზავნით და ამას მორიგი თხოვნა რომ მოჰყვება: “გამომიგზავნეთ კოდი, რომელიც მიიღეთ WhatsApp შეტყობინებებში ახლავე”, არავითარ შემთხვევაში არ გაუგზავნოთ არანაირი კოდი, თორემ თქვენს გვერდზე შევა და შემდეგ ღმერთმა იცის რას გააკეთებს.

ჩემსავით დაუდევრობას თუ გამოიჩენთ და ვოცაფით მიღებულ კოდს გაუგზავნით, სასწრაფოდ შეცვალეთ ფეისბუქზე შესვლის პაროლი.  

მე მესინჯერში ორჯერ მთხოვეს ნომერი, ორივეჯერ ახლობლის მესინჯერიდან. პირველად ჭკუა დავატანე და დღეს “გავდურაკდი”, მაგრამ სწრაფად მოვედი გონს – ფეისბუქიდან მეილზე წერილი მივიღე, თუ თქვენ არ მოგითხოვიათ უსაფრთხოების კოდი, ესე იგი ვიღაც ცდილობს თქვენს გვერდზე შეღწევასო. სწრაფად შევცვალე ფეისბუქის პაროლი. ასე რომ, გაფრთხილდით, ძვირფასო ფეისბუქმეგობრებო – წერს ნინო მიქიაშვილი.