“ნეტა რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე“ – თეა დარჩიას ემოციური მიმართვა ქალიშვილს

285

ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი 28 აგვისტოს იუბილარი გახლდათ. მას 30 წელი შეუსრულდა.

მარიამ მათიაშვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, გამორჩეულად ემოციური კი იყო მისი დედის, თეა დარჩიას საჯარო მიმართვა:

„ჩემო პირველო სიხარულო და ბედნიერებავ, ჩემო ანგელოზო, 20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა და მეთერთმეტე ვიწექი პალატაში, რომ მოგიყვანეს ტოლმასავით გახვეული დიდი ლოყები და უზარმაზარი თვალები გიჩანდა მხოლოდ. ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები მცვიოდა და ვფიქრობდი, ნეტა, რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე. 33 წელია მიყვარხარ და სულ მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას და მერეც მეყვარები უსასრულოდ. ბედნიერებას გისურვებ და ულევ სიყვარულს, ჩემი სიამაყე, სიმშვიდე და იმედი ხარ შენ… გილოცავ დაბადების დღეს და მომავალი პატარა ანგელოზი გოგოს დედობას. მაშინ, კი ბოლომდე მიხვდები რა ძლიერად მიყვარხარ“ – დაწერა თეა დარჩიამ სოციალურ ქსელში.