მარი ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”@juliadaka for @adidas by me
მამამ თავისი ქამარი მომიტანა, ტანით პატარა ვიყავი და ვერ მივხვდი რატომ უნდა გამეკეთებინა კაცის აქსესუარი.. ავხედე დიდი გაკვირვებული თვალებით , პირი დავაღე მან კი ოდნავ ჩახრენწილი ხმით მიპასუხა:
– მამი მე აფხაზეთში მივდივარ საბრძოლველად.. ფული არ მქონდა, რომ ბარბი მეყიდა შენთვის.. თუმცა ვფიქრობ სამახსოვროდ ეს ჯობია ბარბის რადგან ჯადოსნური სიტყვა აწერია ზედ. დავხედე, რაღაც ეწერა ლურჯად, ინგლისური არ ვიცოდი, ფრანგულს ვსწავლობდი და ღიმილით ვკითხე
– და რა აწერია მამი?
– აქ აწერია LUCKY
– ეგ რას ნიშნავს?
– ეგ ნიშნავს იმას, რომ ვინც ამ ქამარს ატარებს, მთელი ცხოვრება წარმატებული იქნება! შენ სულ იღბლიანი ადამიანი იქნები მამი …
კაკლის ხეზე ავძვრებოდი ხოლმე სოფელში და ბევრს ვოცნებობდი..
ძირითადად მამა მენატრებოდა.
როცა სკოლაში მაბულინგებდნენ ვაჟკაცურად ვითმენდი, ცრემლებს ვიკავებდი და ჩემს თავს ჩავჩურჩულებდი გულში, მე ლაქი ვარ.. მამამ მითხრა რო ლაქი ვარ..
23 წლის რო ვიყავი მამამ ფსიქიატრიულში დაამთავრა ცხოვრება..
ფრანგული კარგა ხნის დავიწყებული მქონდა, მაგრამ 1 ინგლისური სიტყვა კარგად მახსოვდა.
უცნაური რამაა რწმენა. ხან ქრება ხოლმე ხანაც ისევ გამოჩნდება და გვიღიმის ციდან..
41 წლის ასაკში შუა პარიზში ადიდასის რეკლამას რო გადავიღებდ ეგ არ გითქვამს მამი.. არც ის გითქვამს რო სწორედ ამ ასაკში გამახსენდება ძველად ნასწავლი ფრანგული და ავტიტინდები მატრაკვეცა ბავშვივით..
მე ისევ ისე მიყვარს იესო შენ, რომ გამაცანი და ისევ ვცდილობ ადამიანებზე მხოლოდ კარგი ვიფიქრო”