“8 წლიანი ძიება დასრულებულია“ – თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა

135

ჯგუფის „ვეძებ“დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მან მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა.

„8-წლიანი ძიება დასრულებულია, მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე, ამ ეტაზე, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ სხვა დეტალებს. იმედი მაქვს როცა პირადად ვნახავ, სხვა ინფორმაციებსაც მოგაწვდით“ – ამბობს ვიდეოში თამუნა და მადლობას უხდის საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის.