გიორგი ძოწენიძეს და მია მაჩაბელს ვაჟი შეეძინათ

85

„ურსას“ სოლისტი, გიორგი ძოწენიძე მამა უკვე მეორედ გახდა – მას და მის მეუღლეს, მია მაჩაბელს დღეს ბიჭი შეეძინათ. ახალშობილს ანდრია დაარქვეს.

ამ შესანიშნავი სიახლის შესახებ მომღერალმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა და მილოცვებს იღებს:

„დაიბადა ჩვენი სიყვარული, ანდრია ძოწენიძე.

მია, ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ!..“