“გიას ხელით გაშენებულ ნაძვნარში ჩავდგით სცენა სიმწვანეში და ისეთი გარემოა, აქ მოსულ ადამიანს წასვლა არ უნდა”
გია დავითიანის „ბროწეულას“ აგარაკი, რომელიც აქამდე მხოლოდ „ალილოს“ პირველი ხმის ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთვის იყო გახსნილი, ამიერიდან უკვე ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი – აგარაკზე დროის გატარებას ყველა შეძლებს, ვინც წინასწარ დაჯავშნის ამ ულამაზეს სივრცეს, რომელიც მომღერალმა საკუთარი ხელით ააშენა და გაალამაზა.
გია დავითიანის ამ წამოწყებას მასთან ერთად მისი ქალიშვილი, ასევე მომღერალი ნინო დავითიანი გაუძღვება, რომელიც fortuna.ge-ს ამ სიახლეზე ესაუბრა:
„ეს არის გიას ხელით აშენებული და გაშენებული აგარაკი ბროწეულა. სექტემბრიდან ვაპირებთ ქართული ჯგუფების კონცერტების გამართვას, 27 სექტემბერს ეს სივრცე გაიხსნება ჯგუფ „ალილოს“ სოლო კონცერტით.
ნინო, ნებისმიერ მსურველს შეეძლება თქვენთან მოსვლა?
დიახ, ყველას ექნება შესაძლებლობა, დაჯავშნოს და გვესტუმროს. გიას ხელით გაშენებულ ნაძვნარში ჩავდგით სცენა სიმწვანეში და მართლა ისეთი გარემოა, წასვლა არ უნდა აქ მოსულ ადამიანს. ლაუნჯური გარემოა – ღია ცის ქვეშ სცენა, აუზი, არის დიდი მაყალი ქართული კერძებისთვის, გიამ სცენის გვერდით პატარა ჩანჩქერი გააკეთა, სადაც იწყებ ქეიფს… რაც ყველაზე მთავარია, გიას ძალიან უყვარს ვარდის თაღები, რაც კიდევ უფრო ალამაზებს ამ სივრცეს. ერთი სიტყვით, მთლიანი ბაღის დეკორატორი გახლავთ გია დავითიანი (იღიმის). ყველა პირობა იმისათვის რომ ადამიანმა ლამაზი დღე გაატაროს სუფთა ჰაერზე ლამაზ სივრცეში.
მოსულ სტუმრებს მე და გია დავხვდებით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი მე ვიქნები…
წარმატებებს გისურვებთ!..