“სამწუხაროა იცხოვრო იმ გარემოში, სადაც სიკეთეს შურით პასუხობენ, სიყვარულს ღვარძლით”

91

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მწუხარებას გამოთქვამს, რომ ადამიანებს სიკეთეზე სიკეთით პასუხი არ შეუძლიათ.

მისი განცხადებით, კარგი იქნება თუ ადამიანები ერთმანეთის წარმატებით გაიხარებენ და განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს არ ჩაქოლავენ.

„რა სამწუხაროა, იცხოვრო იმ გარემოში, სადაც სიკეთეს – შურით პასუხობენ, სიყვარულს – ღვარძლით, სიმღერას-გინებით, სიმართლეს-ტყუილით. აღარ გავაგრძელებ….

ნეტავ გავიხაროთ ერთმანეთის წარმატებით, იქნებ განსხვავებული აზრის გამო არ ჩავქოლოთ ერთმანეთი.???

იქნებ ნაკლები ვილაპარაკოთ საქართველოს სახელით და ბევრი-საკუთარი სახელით!“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.