გიორგი მამარდაშვილი გუნდს შეუერთდა – რა კადრებს ავრცელებს ის საქართველოდან

79

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სანაკრებო შეკრებას შეუერთდა. მან ფოტოები „ინსტაგრამ“ გვერდზე გაგვიზიარა. 

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, გუშინ საგურამოს ბაზაზე თერთმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა, ცამეტი მოთამაშე კი გუნდს დღეს შეუერთდა.

განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია. განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვიხარია ისევ ერთად ყოფნა. ვემზადები ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვეცდებით, კარგ ფორმაში შევხვდეთ მოახლოებულ მატჩებს.

ჩეხეთის ნაკრები ძალიან რთული მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ველოდებით ბევრ ორთაბრძოლას და ჩაწოდებებს მათი მხრიდან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ალბანეთშიც ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მაქსიმალური მზადყოფნა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ვინც მთელი გულით იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ და გვერდში გვიდგას. ვეცდებით, რომ წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა.

საქართველო – ჩეხეთის შეხვედრა შაბათს, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.