“შენ ჩემთვის მუდმივად ცოცხალი, სადღაც შორს, ჩვენთვის მომციმციმე ვარსკვლავი ხარ ჩემო საფიცარო”

134

ბიძინა კულუმბეგოვი ძმის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მოკლე, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

“დღეს წავიდა, 3 სექტემბერს, და ჩვენ ისევ ცოცხალი გვგონია. ამ განცდით ვცოცხლობთ, რომ მალე ჩამოვა და ისევ გაგვითბობს გულებს.

შენ ჩემთვის მუდმივად ცოცხალი, სადღაც შორს, ჩვენთვის მომციმციმე ვარსკვლავი ხარ, ჩემო საფიცარო” – წერს ალერგოლოგი ფეისბუქ გვერდზე.

ექიმ-ალერგოლოგის ძმა, შარშან ტრაგიკულად გარდაიცვალა. 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა.

“იმ ადგილას, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალიან ბნელოდა, არაფერი ჩანდა და ეტყობა, ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცურდა ან გზა ვერ დაინახა და გადავარდა. ლომინას ტბაზე, ჩანჩქერების ტერიტორია ღამის საათებშიც განათებულია, ბილიკებია მოწყობილი და არის შენობაც, სადაც ტურისტებს თავის შეფარება შეუძლიათ. სამწუხაროდ, ტრაგედია იმან გამოიწვია, რომ გზა აერიათ, რასაც წვიმა დაემთხვა” – ჰყვებოდა ავთოს მეგობარი პრესასთან.