“ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე… მეამაყება“ – ია სუხიტაშვილის ულამაზესი კადრები ვენეციიდან

266

ვენეციის კინოფესტივალზე ქართული დროშა ფრიალებს. დეა კულუბეგაშვილის ფილმის „აპრილი“ ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს სწორედ ამ ა კლასის კინოფესტივალზე აქვს.

ვენეციაში იმყოფება მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელიც ამ ფილმში მონაწილეობს.

მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება იმ ფოტოკადრებში, რომლებსაც სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

ია ასევე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ფრიალებს ქართული დროშა ვენეციაში.

„მეამაყება…“, წერს მსახიობი.