“დიდი ხანია ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე, თუმცა ჩემი ქვეყნისთვის თამაშის სურვილი არასოდეს გამქრალა”

78

გიორგი ქინქლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“თითოეული ახალი თამაში, ახალი თავის დასაწყისია. საქართველოს ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მოგზაურობას იწყებს.
დიდი ხანია ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე, თუმცა ჩემი ქვეყნისთვის თამაშის სურვილი არასოდეს გამქრალა. გულითა და სულით ყოველთვის ნაკრებთან ერთად ვარ და მჯერა რომ დღეს ახალი ისტორიის წერას დავიწყებთ!”