შორენა ბეგაშვილი, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად უზიარებს საზაფხულო თავგადასავლებს, ახალ კადრებს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა შორენა ამჯერად ანტალიაში იმყოფება.
ფოტომოდელმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ულამაზეს სანაპიროზე, ფირუზისფერი ზღვის ფონზე პოზირებს.
მისი გამომწერები კი თბილ კომენტარებს არ იშურებენ და ერთხმად აღნიშნავენ, რომ შორენა ყველაზე ლამაზი ქალია.