ნინო ძოწენიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ძალიან ნანობს მშობლიურ ქუთაისში სახლის გაყიდვას:
„ქუთაისში ხშირად ჩავდივართ ხოლმე მეგობრებთან და ნათესავებთან. სამწუხაროდ, მე და გიგამ დიდი სისულელე გავაკეთეთ და ქუთაისში ორივემ გავყიდეთ სახლი. მინდა, ამაზე რამე მოვიფიქრეთ მომავალში. ხომ იცით, როგორც ამბობენ, რაღაც ასაკის შემდეგ შენი ქალაქი გეძახის. იქ რომ ჩავდივარ, სხვა გრძნობა მეუფლება, ჩემს ძველ სახლში რომ ჩავდივარ, სულ სხვა ემოციაა ჩემთვის. მამაჩემის საფლავიც ქუთაისშია. ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს იქ ჩასვლა, სულ ამბობს, რომ ქუთაისელია…“