ცნობილი პლასტიკური ქირურგი იბრალებდა, თითქოს მე ოპერაცია გამიკეთა“

61

ცირა კობიაშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებულ თემაზე საუბრობს.

მომღერლის თქმით, ცნობილი ქირურგი იბრალებდა, რომ მას ოპერაცია გაუკეთა.

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა, რამე თუ მაქვს გაკეთებული. განსაკუთრებით ცხვირზე არის ხოლმე აქცენტი. ერთ-ერთ გოგონასთან სოციალურ ქსელში მქონდა მიმოწერა, რომელმაც მითხრა, რომ ცნობილი პლასტიკური ქირურგი იბრალებდა თითქოს მე ოპერაცია გამიკეთა. შოკში ჩავვარდი, რადგან ნამდვილად არ არის სასიამოვნო. ჩემს ულამაზეს ბებიას ჰქონდა ზუსტად ასეთი ცხვირი. მადლობა ჩემს მშობლებს“, – საუბრობს ცირა კობიაშვილი.