ახლახან ძიუდოისტები ეთერ ლიპარტელიანი და თემო ნოზაძე დაქორწინდნენ. ეთერი ჟურნალ „სარკეს“ უყვება თავის რჩეულთან ურთიერთობის შესახებ:
„სერიოზული, თავდაჯერებული, რაც მთავარია, პატიოსანი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი ადამიანია. დიდი ხანია, ერთად ვვარჯიშობთ, ასპარეზობაში სტიმულს მაძლევს.
მას თუ შერკინებიხართ ვარჯიშის დროს?
დიახ და არაფერს მითმობს, უფრო ძლიერად მეჭიდავება და სულ თვითონ იმარჯვებს (იცინის). თემო ყოველმხრივ ხელს მიწყობს, მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც მამზადებდა გორში შეკრებებზე. გორში ცხოვრობს, ზოგადად, ბიჭები ვარჯიშის დროს ძალიან მეხმარებიან.
თემო ხომ არ ეჭვიანობს ხოლმე?
როცა საქმე ძიუდოს ეხება, არ ეჭვიანობს, ისე კი, უცხო ბიჭებთან ჩხუბიც მოსვლია…