„ხომ ვამბობ, ჩემი ცხოვრება ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავს… კარგი ამბები გველის წინ“

28

იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის ქართველი სარძლო მარიამ შარმანაშვილი, რომელსაც, ცოტა ხნის წინ, რჩეულმა ოფიციალურად სთხოვა ხელი, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამომწერებს ახალ ვიდეოს უზიარებს.

მარიამი გამომწერებთან სიახლეებს აანონსებს და აღნიშნავს, რომ წინ კარგი ამბებია.

„ხომ ვამბობ, ჩემი ცხოვრება ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავს-მეთქი. ჯერ არ გეტყვით რა სიახლეებია, მაგრამ გეტყვით, რომ კარგი ამბები გველის წინ. მადლობა სამყაროს და უფალს ყველაფრისთვის“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.