“რამხელა სიყვარული და ისტორია დაიტია ამ უსაყვარლესმა ბიჭმა, რა მაგარი უნდა იყო, რომ 18 წლის ასაკში ეს შეძლო“

89

პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილის შვილს, 18 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ შოთიკო პეტრიაშვილს ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

შოთიკო პეტრიაშვილს სოციალურ ქსელში სტატუსს უძღვნის მისი მეგობარი, ლეგენდარული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის შვილი, გიორგი ყიფიანი და მას ემოციურად ემშვიდობება:

„რამხელა სიყვარული და ისტორია დაიტია ამ უსაყვარლესმა ბიჭმა.

რა მაგარი უნდა იყო, რომ 18 წლის ასაკში ეს შეძლო… ასეთი ზეიმით სავსე ცხოვრება მეორე არც გამიგია.

შოთიკოს გაუმარჯოს თავისი ცხოვრებით და უსაყვარლესი მეგობრებით. ჩვენი ქვეყანა სწორედ ასეთი ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს.

მოუნელებელი ამბავია. მშვიდობით მეგობარო!“ – წერს გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში.