მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ლონდონში მოგზაურობს, გამომწერებს უახლეს კადრებს უზიარებს.
ის ამჟამად ლონდონში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ იტალიურ რესტორანს ესტუმრა. კადრებში, შორენა ბეგაშვილი რესტორნის ინტერიერის ფონზე პოზირებს, მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება.
„მზე გოგო ხარ“, „იბედნიერე და ყოველთვის ანათე“, „რა ლამაზია“ – აღნიშნავენ ფოტოების კომენტარების ველში შორენა ბეგაშვილის „ინსტაგრამის“ გამომწერები.


