„ვიღაცებს ლანგრით ერთმევათ გარკვეული პიედესტალი, ვიღაცები კი წლების განმავლობაში წვალობენ და მაინც უჭირთ სასურველი შედეგის მიღწევა…“
„ნიკოლოზის კითხვების“ წამყვანი ნიკოლოზ ხაჩიძე ჟურნალ „თბილისელებს“ პასუხობს კითხვაზე, რა მიაჩნია ყველაზე დიდ უსამართლობად.
– ყველაზე დიდ უსამართლობა, რომელსაც შეჯახებიხარ?
– სამწუხაროდ, ყოველდღიურად ძალიან ბევრ უსამართლობას ვეჯახები. ხშირად მხვდება ნეპოტიზმი, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება. ვიღაც ვიღაცის ბიძაშვილია, ვიღაც – ნათესავი და ამის გამო ნიჭიერი ადამიანები იჩაგრებიან, რაც ჩემთვის ძალიან დიდი უსამართლობაა. ვიღაცებს ლანგრით ერთმევათ გარკვეული პიედესტალი, ვიღაცები კი წლების განმავლობაში წვალობენ და მაინც უჭირთ სასურველი შედეგის მიღწევა. „ჩემიანის“ გამო ნიჭიერი ადამიანი არ უნდა იჩაგრებოდეს.