“რას ჰქვია სამეგრელოს კვალზე მათ გამიყვანეს, ჩემი მშობლების ძიება ბევრად უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე “პროფილში” მივიდოდი”

89

ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა მაია ასა­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ­ბობს, რომ მუ­სე­რი­ძე “პრო­ფი­ლის” გუნ­დმა და­ი­თან­ხმა, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი მო­ე­ძებ­ნა.

მუ­სე­რი­ძე კი ამ­ბობს, რომ სა­ნამ გა­და­ცე­მა­ში მი­ვი­დო­და, მა­ნამ­დე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და მშობ­ლე­ბის ძებ­ნა და “პრო­ფილ­ში” უბ­რა­ლოდ ის­ტო­რი­ის მო­სა­ყო­ლად მი­ვი­და.

“ის, რომ მე მეგ­რე­ლი ვი­ყა­ვი, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი. ეს ყველ­გან მოვ­ყე­ვი “პრო­ფილ­შიც”, “ნა­ნუ­კას შო­უ­შიც” გია ჯა­ჯა­ნი­ძეს­თა­ნაც და ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში.. მე არც გია, არც მაია, არც ნა­ნუ­კა, არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია მშობ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში. არ და­მეხ­მარ­ნენ იმი­ტომ კი არა, რომ ხელი მკრეს, ვერ და­მეხ­მარ­ნენ.

სამი წლის წინ, ჩემს ბი­ძაშ­ვილს, ნიას რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ტეს­ტი, მე ჩემს ნა­თე­სა­ვებს ვერ ვი­პო­ვი­დი. ვერც ერთი ადა­მი­ა­ნი მე ვერ და­მეხ­მა­რა, რა პირ­ველ­წყა­რო, რას ლა­პა­რა­კობთ?! რა სი­სუ­ლე­ლეა. მე ჩემი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა და­ვი­წყე ბევ­რად ადრე, ვიდ­რე “პრო­ფილ­ში” მი­ვი­დო­დი, უბ­რა­ლოდ, სა­ჯა­როდ ამის გახ­მა­უ­რე­ბა არ მინ­დო­და. პრო­ფი­ლის პრო­დი­უ­სე­რი ჩემი შვი­ლის ნათ­ლია იყო, იცო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და მთხო­ვა ძა­ლი­ან, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ეს ის­ტო­რია მო­მე­ყო­ლა. მე არ დამ­ხმა­რე­ბია არა­ვინ. ბევ­რად უფრო ადრე და­ვი­წყე მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა, უბ­რა­ლოდ “პრო­ფილ­ში” მოვ­ყე­ვი, რომ დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ ის­ტო­რი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში. მაგ­რამ ვე­რა­ვინ და­მეხ­მა­რა, ვე­რა­ნა­ირ კვალ­ზე ვერ გა­ვე­დი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე რომ მი­ვე­დი 2017 წელს “პრო­ფილ­ში” ვთქვი, რომ მეგ­რე­ლი ვარ-თქო. რას ჰქვია სა­მეგ­რე­ლოს კვალ­ზე გა­მიყ­ვა­ნეს? სა­მეგ­რე­ლოს კვალ­ზე თა­ვი­დან­ვე ვი­დე­ქი” – ამ­ბობს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ვი­დე­ო­ში, რი­თაც მაია ასა­თი­ანს მიერ “ნა­ნუ­კას შო­უ­ში” გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.