“სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცეები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი რომ ძალიან გამწარებული ვართ მეთქი“

52

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, ავტორი პროექტისა „ვეძებ“, რომელმაც დაარსების დღიდან ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს, გამომწერების კითხვებს პასუხობს.

გუშინ ის ბიოლოგიურ დედას შეხვდა. გამომწერების კითხვებზე საპასუხოდ, თამუნა ამბობს, რომ დედასთან შეხვედრისას მას არანაირი ემოცია არ ჰქონდა და სრულ სიცარიელეს გრძნობდა. როგორც მუსერიძე აღნიშნავს მის ბიოლოგიურ დედას სხვა შვილი არ გყავს.

რაც შეეხება მამას, თამუნას თქმით, ის ყველაფრის საქმის კურსშია.

„მოვუყევი რა მდგომარეობაც იყო და მეუბნებოდა ვაცადოთო, დაელოდე დრო მიეციო.. გუშინ, სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცეები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან გამწარებული ვართქო. მითხრა იქ ხარ, უნდა წახვიდე და მოუსმინოო“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.