“ქალების ქალი“ ფუფუნების ოაზისში – შორენა ბეგაშვილი ლონდონის პრესტიჟულ სასტუმროში იმყოფება

117

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ლონდონში იმყოფება, გამომწერებს უახლეს ფოტოებს უზიარებს.

ის ერთ-ერთ პრესტიჟულ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იმყოფება, რომელიც ლონდონში ცნობილია, როგორც ფუფუნების და სიმშვიდის ოაზისი. კადრებში, შორენა ბეგაშვილი ულამაზესი ინტერიერის ფონზე პოზირებს.

„მეორე ფოტოში ევა მეგონე, სულ ბედნიერი იყავი შორენა, ეს ნამდვილად დაიმსახურე“, „ქალების ქალი“, „ლამაზი გოგო ლამაზ გარემოში“, – უწერენ კომენტარებში.