“ბავშვივით ლაღი და ბედნიერი ვარ! ჩემი დაბადების დღე 24-ის ნაცვლად 32 საათი გაგრძელდა“

53

18 ოქტომბერს მომღერალი თიკა ფაცაცია 43 წლის გახდა. დაბადების დღე თიკამ უახლოეს ადამიანებთან ერთად აღნიშნა და სოციალურ ქსელში ვიდეო გაგვიზიარა.

„Happy happy happy as a child ❤️ ბავშვივით ლაღი და ბედნიერი ვარ ❤️ ჩემი დაბადების დღე გაგრძელდა 24-ის ნაცვლად 32 საათი და ეს იყო ყველაზე სიყვარულით, სიკეთით და ბედნიერებით გაჟღენთილი დღე ❤️ თქვენი სიყვარულით ❤️ უდიდესი მადლობა სათითაოდ ყველას ❤️“, – წერს თიკა ფაცაცია.