ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი ფოტოგრაფ ნათია ღაჭავას იუთუბის არხზე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მამის დაკარგვის მძიმე და მტკივნეული მომენტი გაიხსენა.
„2012 წელს დაიღუპა მამა. სრული სიბნელე იყო არაფერი არ ჩანდა იმის იქით. ერთადერთი საფიცარი მამა მყავდა. ფეხებთან ვეჯექი და ხრიალი რომ დაიწყო ძალიან შემეშინდა. ბოლო წუთებშიც თავზე ვედექი. ვიცანი ის მომენტი როცა სხეული სულს ტოვებდა. ბებოსთანაც ეს მომენტი მქონდა. სიკვდილის აღარ მეშინია ამიოს გამო.
მარტის ძალიან ცივი ღამე იყო. გაღუღუნებულ ღუმელთან უბრალოდ დაიძინა, დაახლოებით რამის 12 საათი იყო ჯინსების თაობას ვკითხულობდი. სწორედ მაგ დროს ვფიქრობდი, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ მქონდა გამოცდილი. უცებ გავიგე უცნაური ხრიალი და იმ დღეს ცუდად გრძნობდა თავს.
10 საათზე დაიძინა და 11 საათზე დაიწყო ეს უცნაური ხმა. მივხვდი, რომ უკვე მიდიოდა. ჩემი პატარა დები ერთი მუთაქით გამოვარდა და საშველად მივედით. სალომემ მუთაქა ამოუდო ფეხებში და იძახდა სისხლი ტვინისკენ წავაო. მეორე დამ გულის დამუშავება დაიწყო. ზუსტად ხუთ წუთში გარდაიცვალა“, – საუბრობს ნუცა ცისკარიშვილი.