„როცა წერილი წავიკითხე, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი“

24

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 21 წლის წინ დაწერილი ჩემი სიმღერით ჰოლივუდის რეჟისორები დაინტერესდებოდნენ. სიმღერა ფილმის ერთ-ერთ კადრში, 1 წუთის და 45 წამის განმავლობაში გაიჟღერებს, თანაც, ქართულ ენაზე“ – ამის შესახებ მომღერალმა, ზაზა ხუციშვილმა „კვირის პალიტრას“ უთხრა.

ინფორმაცია, რომ ქართველი შემსრულებლის, ზაზა ხუციშვილის სიმღერა „უღრუბლო ცა”, ახალ ჰოლივუდურ ფილმში „ალარუმი“აჟღერდება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ფილმში, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე ასრულებს, ჰოლივუდის სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც მონაწილეობენ.

როგორ შეიქმნა ჯგუფ „ვაკის პარკის“ პოპულარული კომპოზიცია„უღრუბლო ცა”, როდის დაინტერესდა ჰოლივუდი და 21 წლის წინ, როდესაც ამ სიმღერას წერდა, უფიქრია თუ არა, რომ ის ამერიკულ ფილმში მოხვდებოდა? – მომღერალი უდიდეს წარმატებაზე „კვირის პალიტრასთან” საუბრობს.