ვინ არის ლიკა ქავჟარაძის შვილიშვილი, რომელიც საოცრად ჰგავს ბებიას

61

საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად წოდებულ ლიკა ქავჟარაძეს საოცრად ჰგავს მისი შვილიშვილი საშა.

მის ფოტოებს ხშირად ლიკას ვაჟი, ლევანი ავრცელებს.

ლევანი წლებია რაც სამშობლოდან შორს, აშშ-ში ცხოვრობს. მან იქვე იქორწინა თამუნა ლოლუაზე. ლევანი და თამუნა ერთ შვილს ზრდიან, რომელსაც ბაბუის, ალექსანდრეს სახელი დაარქვეს. ის სოციალურ ქსელში აქტიურია და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან შორსაა, ხშირად წერს აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ. ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს მისი მეუღლე, თამუნა. განსაკუთრებულ სიყვარულს კი ყოველთვის იმსახურებს მათი შვილი, საშკა, რომელიც საოცრად ჰგავს ცნობილ ბებიას,ლიკა ქავჟარაძეს.

ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.