“ჩემი შრომითა და წვალებით მივაღწიე იმას, რაც მინდოდა“

39

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე, სალომე კაპანაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ახალი სახლის შესახებ საუბრობს, რომელიც ახლახან შეიძინა.

„დიდი ხანია, ვგეგმავდი სახლის ყიდვას და ეს ოცნებაც ავიხდინე. ბავშვობაში, ოცნებაში როგორ სახლსაც წარმოვიდგენდი, ზუსტად ისეთია. სხვათა შორის, ამაზეც გავრცელდა ჭორი, მაგრამ დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობდი, ვაგროვებდი ფულს, ნამდვილად მე ვიყიდე და არავის უჩუქებია. ჩემი ოცნების სახლიც მაქვს და რაც მთავარია, მაქვს საკუთარი, ცალკე გარდერობის ოთახი, რომელიც სულ მინდოდა, მქონოდა. სახლი ისე მოვაწყვე, როგორც მე მინდოდა, ჩემი გემოვნებით. ზოგადად, სულსწრაფი ვარ, რასაც ვიტყვი დღეს, დღესვე მინდა. სახლი დღესვე და ახლავე ვერ გამოვიდოდა, მაგრამ უსწრაფეს დროში გავაკეთე რემონტი, ავეჯიც შევიძინე და გადავედი საცხოვრებლად. ორი თვე დამჭირდა და ყველაფერი ჩემს გემოზე გავაკეთე – ბევრი განათებით, ღია ტონალობაში, კრემისფერი და ოქროსფერი დეტალებით. მიყვარს ნათელი ფერები და არ გადავტვირთე ზედმეტი დეტალებითა და ავეჯით.

ძალიან მომწონს ჩემი ახალი სახლი, თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ. რომ შევდივარ ჩემს საოცნებო ბინაში და კარს მივიკეტავ, ამაყი ვარ, ვხვდები, რომ მაგარი გოგო ვარ, ჩემი შრომითა და წვალებით მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. ჩემი სიძლიერე ისაა, რომ არ ვჩერდები, არ ვიხედები უკან, არ ვყოვნდები ერთ ადგილას, სულ წინ მივდივარ. ბინა ჩემი ოცნების ნაწილი იყო და ესეც ავიხდინე. გული მწყდება, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ შეიძლება, ახალგაზრდა გოგომ, მარტომ, თავისი შრომით შეიქმნას საკუთარი ბედნიერება, აიხდინოს სურვილები. მანქანაა თუ სახლი, ყველაფერს ვიღაცას აწერენ, თითქოს სხვამ მიყიდა ან მაჩუქა. ამაზე გული მწყდება“,- ამბობს სალომე.