“გვერდით თუ არასწორი მამაკაცი დგას გინგრევს ყველაფერს, მიმაჩნია რომ სიყვარულში არ გამიმართლა”

46

ნეკა დოროყაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს ყოფილ, მეუღლესთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობის შესახებ…

– ნეკა, ქმართან თანაცხოვრების დროს, დათმე კარიერა, ოცნებებზე თქვი უარი, ხოლო როგორც კი დამოუკიდებლად დაიწყე ცხოვრება, შენი გეგმები რადიკალურად შეიცვალა. ფიქრობ, რომ თუ ქალი ძლიერი და შემდგარია, სტიმულისთვის სულაც არ სჭირდება მამაკაცი, თუნდაც ფინანსურად მყარი?

– გეთანხმები. ქალი, თუ ძლიერია, შემდგარი და იცის, რა უნდა ცხოვრებაში და რისთვის ისწრაფვის, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს. მის გვერდით თუ არასწორი მამაკაცი დგას, პირიქით, კი არ გაძლიერებს, გინგრევს ყველაფერს და შეიძლება, რაც გაქვს, ისიც წაგართვას. ჩემმა მწარე გამოცდილებამ კი მომცა სტიმული, უფრო ძლიერი ვყოფილიყავით და ფინანსურადაც უფრო წარმატებული. მიმაჩნია, რომ სიყვარულში არ გამიმართლა. თუმცაღა, ცხოვრება წინ არის და მე ცხოვრებას ახლა ვიწყებ. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ოჯახსა და შვილში, რომელიც ჩემი მთავარი მამაკაცია. ლუკასი უკვე ცხრა წლისაა და ვცდილობ. ყოველი თავისუფალი წამი და დრო მის გვერდით გავატარო. მე და ლუკასს ერთად გვძინავს ღამე, რომ დღის განმავლობაში უერთმანეთოდ გატარებული საათები ავინაზღაუროთ. ხანდახან, თუ ძალიან მომენატრა, სკოლიდან ადრე გამომყავს და ერთად ვატარებთ დროს. ლუკასი არის ის ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც უპირობოდ ვუყვარვარ, ვენდობი, ჩემი იმედია და ის ადამიანია, რომელიც არასოდეს მიმატოვებს და არ მიღალატებს.