“საშინელება ხდება ჩემს თავს, ერთადერთ შვილს მართმევენ, თავი კოშმარში მგონია”

32

“საშინელება ხდება ჩემს თავს! ერთადერთ შვილს მართმევენ! თავი კოშმარში მგონია” – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცისნამის თქმით, მისი შვილი, რომელიც საქართველოში მამასთან იმყოფება, აღარ ელაპარაკება.

“მოქალაქეობაზე გავაგზავნე საბუთები ირაკლისთვის, რომ სერთიფიკატი და ამერიკის პასპორტი აეღო!

წერილი მოვიდა, რომ 11 ოქტომბერს თითის ანაბეჭდებზე უნდა იყოს ლონგ-აილენდის საემიგრაციო ოფისში. მამამის დავურეკე და ვითომ არაფერი, ირაკლი არ ჩამოვაო. ანუ, ამ კაცს ვაფშე ჰკიდია ირაკლის ბედი. ბავშვი ბოლომდე გააბანძეს, წარმოიდგინეთ “ისტ ჰემპტონიდან” ავჭალაში რომ გადახვალ საცხოვრებლად. სწავლა დაიწყო და ჯერ სკოლაშიც არ მიუყვანიათ! ბავშვს მომავალს უნგრევენ და ბოლომდე ანადგურებენ! ირაკლი ჯერ პატარაა და ამას ვერ ხვდება. ჩემს სკოლაში რემონტიაო და სხვა რაღაც ბანძ სკოლას ეძებენ მისთვის, როცა აქ ძალიან მაგარ სკოლაში დადიოდა. ტვინი გამოურეცხეს ბავშვს. უკარგავენ საბუთებს და ამერიკის მოქალაქეობას.

ყველას გთხოვთ, ვინც ჩემს შვილს ნახავთ, ან ზაზა ფაჩულიას აკადემიაში, ან ავჭალაში ან თბილისში, გთხოვთ, გადაეცით რომ მომავალს ინგრევს! ალექსანდრე ძალიან გაბრაზებულია. ახლა თუ არ ჩამოვა თითის ანაბეჭდებისთვის, ჩვენ სამიგრაციოში უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენთან აღარ ცხოვრობს, ალექსანდრეს პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდა. მანდ რომ რამე მოხდეს, ამერიკის მთავრობა პასუხს ჩვენ მოგვთხოვს, ჩვენს სახლშია ჩაწერილი. ეს ხალხი ჩემს შვილს მომავალს უნგრევენ და ყველანი მომსწრე ხართ, როგორ ვეხვეწები მას, რომ დაბრუნდეს.

მე აღარ მელაპარაკება და არც მეკონტაქტება. უკვე აღარ ვიცი, რა ვქნა. დედაჩემი მივიდა ირაკლის სანახავად და სახლში არ შეუშვეს!

საშინელება ხდება ჩემს თავს!

ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ!

ვინმემ უთხარით რომ თავს მაგრად იბანძებს!

ახლა თუ არ დაბრუნდება, ჩვენთან დასაბრუნებელი გზა აღარ ექნება!

თავი კოშმარში მგონია!

ღმერთო გაუნათე გონება მას!” – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.