ვიქტორია ბარბაქაძის ემოციური ისტორია

85

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის „სხვა ნანუკას“ გასული ეპიზოდისახელწოდებით „ჩვენ გავიმარჯვეთ წარსულზე“, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეების – მოდელისა და TamoSkin-ის დამფუძნებლის თამო ვაშალომიძისა და სატელევიზიო პროექტის, „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილის, ვიქტორია ბარბაქაძის ისტორიებს დაეთმო.

გადაცემაში სტუმრად მყოფმა ვიქტორია ბარბაქაძემ საკუთარი ცხოვრების რთულ ეტაპებზე გულწრფელად და ემოციურად ისაუბრა. გამზრდელ ბებიაზე საუბრის დროს კი აღნიშნა:

„დედას გარდაცვალების შემდეგ ბებიას ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა [ავადმყოფობა], ეგონა, რომ წუთი წუთზე არ იქნებოდა. შევსწრებივარ მის ტკივილებს და ეს ჩემთვის ბევრად მტკივნეული იყო, ვიდრე ის, რომ დედაჩემი არ იყო ჩემს გვერდით“, – აღნიშნა ვიქტორია ბარბაქაძემ.