სიმსივნის დამარცხების შემდეგ, ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას მარგალიტის საყურეებით გამოჩნდა (ფოტოები)
ლონდონში, ალბერტ-ჰოლში ფესტივალი გაიმართა, რომელიც ომში ბრიტანეთისთვის ბრძოლებში დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა. ამ დღეს ინგლისისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ყველა ბრიტანელს ამ დღეს ყვავილის ფორმის სიმბოლური გულსაბნევი უკეთია. ფესტივალს, რომელიც ამ დღეს ლონდონში გაიმართა, ესწრებოდნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.
42 წლის უელსის პრინცესა სიმსივნის დამარცხების შემდეგ, უკვე ოფიციალურად დაუბრუნდა სამეფო ოჯახის ვალდებულებებს. ამ დღეს ქეითი ბრწყინავდა შავი ფერის კაბასა და ფეხსაცმელში. ქეითს მარგალიტის საყურე ეკეთა, რომელიც ერთ დროს პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა.