დღის ფოტო: მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი და მისი რჩეული

910

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, დევა მსოფლიომ უკვე გაიცნო. ის „დოლჩე და გაბანას“ მოდის სახლის ახალი მუზაა და ბოლო დროს თითქმის ყველა წამყვანი გამოცემა მისი ფოტებითაა აჭრელებული. დღეს მედიაში ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დევა კასელი შეყვარებულია და მისი რჩეული ფრანგი მოდელი ლუკა სალანდრაა. ახალგაზრდებმა ერთმანეთი მეგობრების გარემოცვაში გაიცნეს, ლუკა წარმოშობით იტალიელია, თუმცა პარიზში ცხოვრობს.

დევა კასელი სექტემბერში 16 წლის ხდება. ის მომდევნო წელს „დოლჩე და გაბანას“ პარფიუმის ყველა სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდება.