“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”არ შეიძლება არ გამოვეხმაურო პირველი არხის ოპერატორის მიმართ ნასროლი პიროტექნიკის კადრს. ზოგი იწერება ამას რომ აზიარებენ არ რცხვენიათო, როცა ჟურნალისტები რობოკოპებმა ასე გაიმეტესო იმაზე ხმას არ იღებენო. მათ შორის საუბარია პირველ არხზე, რუსთავი2-ზე და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ მეთვითონ ვარ დაშავებული და არავინ იცის იმ ქაოსში ეს ჭრილობა ვინ მომაყენა სპეცრაზმა თუ მოქალაქემ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სპეცრაზმისგან ნასროლი თუა “უიი დედაა მოძალადე” და თუ აქტივისტისგან მომხვდა თავზე ხელი გადავუსვა თუ როგორაა ? ორმაგი სტანდარტები ამ ქვეყანაში ცალკე გარღვევაა სამწუხაროდ. ვისაც დანახვა არ უნდა სულ რომ ორ ხელზე დავდგეთ და სალტოები ვაკეთოთ მაინც ვერ დაინახავს მაგრამ მაინც შევეცდები მოკლედ შემოვიფარგლო.
ის რაც ჟურნალისტებს წინა კვირაში უქნეს ეს არის მარაზმი, რა სურათებიც ვიხილეთ ნაცემი ადამიანების და რაოდენობაც ესეც რავიცი რას ნიშნავს მაგრამ არც ის წერია არაფერში როცა მედიის წარმომადგენელს დამიზნებით ესვრი პიროტექნიკას როგორც ის არ წერია არაფერში როცა რობოკოპმა ადგილზე მომუშავე ჟურნალისტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა. ( კომენტარებში დავდებ ვიდეოს სადაც ჩანს რიცხვი და დრო დაშავებული ჟურნალისტის შესახებ როდის გავარცელეთ ინფორმაცია. “ზეგ” ნამდვილად არა, ჩვენივე გადაღებული კადრები გვქონდა და მალევე გაშუქდა)
ასევე, მარტო მე გადავიღე ალბათ 100-მდე ადამიანის დაკავება მეტის თუარა რომელიც იყო ლაივში და ჩანდა თვალსაჩინოდ ყველაფერი ჩვენს ეთერშივე. ისე რომ გადმორთოთ ხოლმე დაინახავთ რომ 4 კადრია ეთერში ყველა ლოკაციიდან, ცნობისთვის ადგილზე მინიმუმ 8 ჯგუფი ვმუშაობთ ხოლმე. ცნობისთვის, ჩვენც გადაბმულად 24 საათი და ჩვენც ვართ დაშავებულები.
ბოდიში, მაგრამ თუ კი ვიღებ მომიტინგების დაშლას, აქციის მონაწილეების მხრიდან ქვისა თუ პიროტექნიკა სროლის არ გადაღებაც და ამაზე გაფსიხებაც არის ორმაგი სტანდარტი. სწორია გადაიღო დაშლა, გადაიღო აქციის მონაწილეების ქმედება და მაყურებელი გადაწყვეტს რაღაცნაირად ეს მოსწონს თუ არ მოსწონს.
ასევე, დაინტერესებული პირების მიერ ტელევიზიის “გაშავების” მცდელობა და პროპაგანდა მუშაობს კარგად. ჩემი თხოვნა იქნება, აყოლას ჯერ გადაახვიეთ უყურეთ ეთერს და თქვენვე გამოიტანეთ დასკვნა სამართლიანად ჟურნალისტური სტანდარტის მიხედვით თორე სხვა არხებს თუ შეადარებთ ცოტა გაგიჭირდებათ ობიექტურობა.
ამდენი ადამიანი მიცნობს, უმეტესობამ იცის რას ვფიქრობ. ვარ საღად მოაზროვნე. მინდა ევროპა, ჩვენი მომავალი არის ევროპა, თავდასხმა მედიაზე, ძალადობა მოქალაქეებზე არის მიუღებელი.
რამდენიმე მესიჯი მომივიდა, ასევე წავიკითხე პოსტები და ემოციურ ფონზე რისი თქმაც წერილობით შევძელი დავწერე. არა ორმაგ სტანდარტს, არა ბულინგს , არა ძალადობას‼️ჩვენი ქვეყანა ვერასდროს იქნება რუსეთი ✌️🇪🇺
პ.ს აქვე მოვყვები პატარა ისტორიას:
ხუთშაბათს ღამე ჩემს ოპერატორს მუშაობის პროცესში წაუვიდა გული. პრეზიდენტი რომ იდგა სპეცრაზმთან აი მაგ დროს და გაიშხლართა თავისუფლების მოედანზე. მე როცა აგონიაში ვიყავი, ვასულიერებდი ოპერატორს რამდენიმე ადამიანი მახსოვს ბუნდოვნად ყვიროდა რაღაცას ჩვენი მისამართით და იძახდა რომ “ღირსები ვიყავით”. აი თქვენნაირი ბოროტი ადამიანები უნდა იყვნენ რუსეთში სწორედ და ვერასდროს იქნებიან ევროპელები ‼️ მადლობა, ნახვამდის ❤️“