new_year

“2 თვე ვიწექი, უარი ვთქვი საჭმელზე, უახლოესი ადამიანი გარდამეცვალა“

102

მოდელი ნინა კენჭიაშვილი გადაცემაში „დღის პოსტი“, თავისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს იხსენებს და ემოციურად ჰყვება, თუ როგორ განვითარდა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ბავშვობის მეგობარი გარდაეცვალა.

მოდელი იხსენებს, როგორ თქვა უარი საკვებზე, ამან კი მისი ანორექსიით დაავადება გამოიწვია:

„ორი თვე საწოლიდან არ ავმდგარვარ, არავის არ ველაპარაკებოდი, დასამალი არაფერი მაქვს ჩემი ბავშვობის მეგობარი გარდაიცვალა, ეს ის მომენტია როდესაც ეს ფაქტი რთული მისაღებია, იმდენად განავითარა ამ სტრესმა ჩემში ეს შიშები, რომ საერთოდ უარი ვთქვი საჭმელზე, ორი წელი ვიყავი ანორექსიით დაავადებული… სოციალურ ქსელში მწერდნენ – რას ჰგავხარ, რატომ არ შეგიძლია მეტი ჭამო… ბევრი ვითმინე“ – ამბობს მოდელი.