new_year

“დგახართ სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს და ქუჩაში წერს “მოგ.. ნთ მშვიდობა””

592

რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ახლა ვკითხულობ სოც.ქსელში ინფოებს. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით.რა ხდება მეგობრებო , ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ- რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ. დგახართ სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს “მოგ.. ნთ მშვიდობა” მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რავიცი კიდევ რამდენი რამ…
და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი !! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია”-წერს ხურცია.