“თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ”

63

თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცებთ!“, – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზურა ხაჩიძე სტატუსთან ერთად, „ფესიბუკის“ საკუთარ გვერდზე ამბროლაურში, კონცერტის დაწყებამდე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან წამოსული ბულინგის მიუხედავად, იმღერებენ ყველა ქალაქში და საახალწლო განწყობას შექმნიან.

მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერებთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ, დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი!

პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის, თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ტალახს მესვრით.

პ.ს.ს. ცნობისთვის, ეს ვიდეო კონცერტის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც კარგად ჩანს ის გულწრფელი სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეულ ქალაქში ვიღებთ. ამბროლაური“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.