“ველოდები როდესაც ოჯახში მიმიწვევენ და ოფიციალურად ვთხოვ მათი ქალიშვილის ხელს“ – როდის სთხოვს ლუკა კურტანიძე თავისი რჩეულის ხელს მის მშობლებს

139

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ქართველი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე შეყვარებულია. მისი რჩეული პერსონალური ტრენერი და ცნობილი ტიკ-ტოკერი სოფო მეფარიშვილია. ქართველი სპორტსმენი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ მათი სიყვარულის ამბავი განსაკუთრებულია:

„როგორც კი პირველად დავინახე, ჯერ მისი თვალების სილამაზეში ჩავიძირე და მერე მივხვდი, რომ ის მართლა სასწაული ადამიანია. ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი, არ ვიცი როგორ შევძელი, რომ მას შევუყვარდი“ – ამბობს კურტანიძე „სარკესთან“.

ქართველი სპორტსმენი ამბობს, რომ ჯერ არ იცნობს თავისი რჩეულის მშობლებს, თუმცა ემზადება იმისთვის, რომ ოჯახში მიიწვევენ და მათ ქალიშვილს ხელს ოფიციალურად სთხოვს:

„მე ჯერ არ მქონია სოფოს მშობლების გაცნობის ბედნიერება, მე მისი ძმები გავიცანი, მქონდა ამის ბედნიერება. მათ ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და ველოდები, როდესაც ოჯახში მიმიწვევენ და ოფიციალურად ვთხოვ მათი ქალიშვილის ხელს. შემდეგ იქნება წინდობა, ჯვრისწერა და ოფიციალური ქორწილი, ხელმოწერით. ეტაპობრივად აქეთ მივდივართ, როგორც წესი და რიგია“ – უთხრა „სარკეს“ ლუკა კურტანიძემ.