new_year

“ბედნიერი ვარ რომ უფლის წყალობით შემიძლია ჩვენს ახალგაზრდობას ჩვენს ბავშვებს სრულიად საქართველოს, ჩემი შემოქმედებით მივულოცო დამდეგი 2025 წელი!“

131

ბედნიერი ვარ, რომ უფლის წყალობით შემიძლია ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ბავშვებს, სრულიად საქართველოს, ჩემი შემოქმედებით მივულოცო დამდეგი 2025 წელი!, – აღნიშნულის შესახებ მანანა თოდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მომღერლის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენმა ოჯახებმა, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა, ვიცხოვროთ უსაფრთხო, მშვიდობიან და სიყვარულით აღსავსე ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია! საქართველოში, სადაც გავიზარდეთ არაჩვეულებრივ ტრადიციებზე! ურთიერთ პატივისცემა, სიყვარული, მეგობრობა, გვერდში დგომა, მიტევება და ერთმანეთის გატანა, ჩვენმა სარწმუნოებამ, ჩვენმა ოჯახებმა, წინაპრებმა და ჩვენმა სამშობლომ გვასწავლა!

ბედნიერი ვარ, რომ უფლის წყალობით შემიძლია ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ბავშვებს, სრულიად საქართველოს, ჩემი შემოქმედებით მივულოცო დამდეგი 2025 წელი!
უფალი ფარავდეს მშვიდობიან, სრულიად საქართველოს! მიყვარხართ!“, – წერს მანანა თოდაძე.