მომღერალი ლელა წურწუმია და ჯგუფი „ჩვენი ბენდი“ 2 იანვარს „MONO HALL-ში“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ლელა წურწუმიას განცხადებით, კონცერტის ჰონორარი სრულად გადაირიცხება „ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში“ აქციის დროს დაზარებულთა ოჯახების დასახმარებლად.
აღნიშნული კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახი მამულაშვილი [მამულიჩა] და იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, ლელა წურწუმიას საქველმოქმედო ინიციატივაზე თანხები ჩარიცხონ:
„ჩემო მეგობრებო, ბევრი ადამიანი მწერს, განსაკუთრებით ემიგრანტები, რომ სურვილი აქვთ ჩარიცხონ თანხები ლელას საქველმოქმედო ინიციატივაზე, რომელიც 2 იანვარს, „მონოჰოლში“ ჩატარდება.
უბრალოდ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი, და თუ ვერ ახერხებთ მოსვლას, შეძენილი ბილეთი გაუგზავნოთ კონცერტზე მომსვლელთა მსურველებს, თქვენს ახლობლებს.
ჩვენ კი ვხვდებით, 31 ღამე რუსთაველზე და 2 იანვარს, MONO HALL გელოდებით“, – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.