new_year

“მე შენ მიყვარხარ” – რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე ხვიჩას ვიდეორგოლის გამოქვეყნების შემდეგ

93

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი დრო გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ.

„ნაპოლი“ ჩემი სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ახლა თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია…

ნახვამდის, დიეგო! ნახვამდის, „ნაპოლი““, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ნიცამ საყვარელი ქალაქის ულამაზესი ხედის კადრები გამოაქვეყნა და ნაპოლის ასე დაემშვიდობა: “მე შენ მიყვარხარ”, – დაწერა მან. წყვილი პატარა დამიანესთან ერთად უკვე საფრანგეთშია.