“ახლა ის დროა, ბარგი ჩაალაგო და საქართველოდან წახვიდე, გიორგი მარგველაშვილი ამას არ გაპატიებსო”

63

ქეთი ჩხეიძემ “თბილისელებთან” ინტერვიუში ბავშვობა გაიხსენა.

– სკოლაში გიორგი მარგველაშვილი დაგიწუნებიათ.

– სიმართლე გითხრათ, ეს ისტორია მე კარგად არ მახსოვდა და როცა გიორგი პრეზიდენტი გახდა, მაშინ გამახსენა რეჟისორმა გოგა თავაძემ. გამეხუმრა, ახლა ის დროა, ბარგი ჩაალაგო და საქართველოდან წახვიდე, გიორგი შენ ამას არ გაპატიებსო (იცინის). რატომ-მეთქი, ვკითხე და მაშინ გამახსენა ამ ისტორიის დეტალები.
საქმე ისაა, რომ მე, გოგა და გიორგი ერთ სკოლაში ვსწავლობდით. გიორგი და გოგა კლასელები იყვნენ. მე, როგორც უფროსკლასელი, სპექტაკლში სათამაშოდ ბავშვებს ვარჩევდი მათი კლასიდან და გიორგი „დავიწუნე“ (იცინის).