“არ მიიყვანოთ ბავშვთა დაწესებულებაში ბავშვი, რომლსაც თუნდაც უმნიშვნელო რესპირატორული გამოვლინებები აქვს”

292

“არ მიიყვანოთ ბავშვთა დაწესებულებაში ბავშვი, რომლსაც თუნდაც უმნიშვნელო რესპირატორული გამოვლინებები აქვს!!”,-ამის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

ექიმი საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ არ უნდა მოვდუნდეთ.

“შეშლილი!შეშლილი! შეშლილი სამყარო და შეშინებული, გონებაარეული, დაბნეული ხალხი ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მოსმენით!! ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ, ადამიანები გამოვიდნენ თავისუფლად და შეიქმნა სრული ვაქხანალია, ვირუსის არსებობისაც კი არ ჯერათ ადამიანებს…რატომ??? იმიტომ რომ ზაფხულში არ შეგვიხსენებია ხალხისთვის, რომ კორონავირუსი არსად არ წასულა, არც ვიდეორგოლები ტრიალებდა რეკლამებში, არც საინფორმაციო ბუკლეტები რიგდებოდა!!! ყველას დაავიწყდა, სრული რელაქსი განიცადეს იმათაც ვისაც მუდმივად უნდა ეზრუნა მის ხსოვნა/არდავიწყებაზე! დღეს, როცა შემთხვევათა რაოდენობამ იმატა 54-მდე, მაინც ხდება ერთმანეთის გადაკოცნა, ერთი ბოთლიდან მოწრუპვა, უნიღბოდ სიარული, ხშირად გაიგონებთ ფაზას ” ნიღაბი მათხოვე, მაღაზიაში უნდა შევიდე”და ა.შ… ბავშვთა დაწესებულებები განსაკუთრებული თემაა( ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოხდეს ხშირად ცვლადი რეგულაციების კონტროლი) საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხის გადახდის მაკონტროლებელ პერსონალს იქნებ ნიღბების მოხმარების მაკონტროლებლებიც დავუმატოთ!!! უამრავი საკითხია, ამოუწურავი თემაა!!! ჩემო ძვირფასებო, როგორი განწყობითაც არ უნდა იყოთ, არ მოდუნდეთ! გახსოვდეთ, რომ არ მიიყვანოთ ბავშვთა დაწესებულებაში ბავშვი, რომლსაც თუნდაც უმნიშვნელო რესპირატორული გამოვლინებები აქვს, ვიაროთ ნიღბით, მოვიხსნათ და გავიკეთოთ წესების დაცვით,ნუ გაიკეთებთ ერთმანეთის ნიღაბს(მე თვითონ მაქვს დანახული) ვაკონტროლოთ ერთმანეთის ქცევა და უწყინარი შენიშვნებიც კი მივცეთ ერთმანეთს ხშირად ვიბანოთ ხელები ნუ გადავკოცნით ერთმანეთს, ნუ დავლევთ წყალს ან სხვა სითხეებს ერთმანეთის ბოთლებიდან, ისედაც ბევრი რამ გაურკვეველია და გაუგებარი. ვირუსების პერიოდი აქტივდება, განსაკუთრებით დაიწყება ბუმი საბავშვო დაწესებულებების ამუშავებასთან ერთად, ნუ შეგეშინდებათ,ყველა სიცხე და დახველება კოვიდ ინფექცია არ არის, მაგრამ ექიმს მიმართეთ აუცილებლად. არ დაიმარაგოთ დექსამეტაზონი და არ გამოიყენოთ თვითნებურად. კიდევ ერთი კარანტინი, იზოლაცა და სრულიად დაინგრევა როგორც ეკონომიკა ასევე ადამიანთა ფსიქიკური ჯანმრთელობა(ყველაზე მტკივნეული კატეგორიას ბავშვები) შემთხვევათა დიდ მატებას ვერ გაუძლებს ჰოსპიტლური სექტორი(რომელიც კვლავ დასახვეწია)ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ!” – წერს ინგა მამუჩიშვილი ფეისბუქში.