მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის მამის დაკავებით დაინტერესებულმა პირებმა ყურადღებით წაიკითხეთ გენერალი სალუქვაძის პოსტი
“როგორც ვიხილეთ შსს-ს ბრიფინგიდან, ბრალდებულის მამა დააკავეს. ს/ს საქმე აღძრულია სამი მუხლით: მუქარა, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ცრუ ჩვენების მიცემა
ადრე დავწერე, მედიის მისამართით, რატომ აჟღერებინებთ მეთქი ამდენ მუქარას?
ახლა გეკითხებით იმავე ტელევიზიებს: სინდისის ქეჯნას გრძნობთ ამ პირის დაკავების გამო? თავადაც სრულწლოვანია, უნდა სცოდნოდა რას აკეთებდა, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად გამოიყენეთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის.
იგივე ეხება ტელეფონებს, “ექსკლუზიურად” რომ აფრიალა ერთმა ჟურნალისტმა, თითქოს თავად მოიპოვეს ტელეფონები. ვინც ოდნავ აზროვნებს, არ დაიჯერებდა, მაგრამ თქვენ ხომ მასებზე მუშაობთ და საკუთარ ბრმა მხარდამჭერებზე?!
ეჭვი მეპარება ამ პირმა თავად მოიფიქრა ტელეფონების შეძენა და “თამაში”. ყოველ შემთხვევაში, თქვენს სინდისზეც არის. კარგად იცოდით, რომ ცრუ სიუჟეტს აკეთებდით.
შსს-მ რომ კარგად იმუშავა და ჯერ გამოავლინა ტელეფონები, შემდეგ მათი შემძენი პირი, ანუ დაკავებულის მეგობარი, რომელსაც მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, როცა რეალური ს/ს მუხლი დაინახა, გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწია.
ასე დეტალურად ვხსნი, რათა სხვებისთვის იყოს მაგალითი, თუმცა არ ავხსნი ტექნიკურად როგორ გამოავლინა გამოძიებამ ეს დადგმული სპექტაკლი, როგორ გაშუფრა ტელეფონები და პირი.
ყველაფერი ხომ იკითხება ვინ დგას ამ ქმედებების უკან? მიდით, გააგრძელეთ მასე. უკვე მეორე ადამიანია დაკავებული ცრუ ჩვენების მიცემაზე. ალბათ ეს არ იქნება ბოლო?!
ფაქტია, რა მიზნის მისაღწევად და როგორ, რა საშუალებებით ცდილობდით ამ ორი ტრაგედიით მანიპულირებას.”