“ამ მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი დრო, დაახლოებით 12 წელი დამჭირდა”

106

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ჟურნალ “OK”-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

– როდესაც წონას იკლებ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. ამას ძალიან დიდი ნერვები, დრო და მონდომება სჭირდება. დღეს ვამაყობ საკუთარი თავით, იმიტომ, რომ მე ეს შევძელი. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი დრო, დაახლოებით 12 წელი დამჭირდა. ახლა ძალიან მომწონს ჩემი თავი. მინდა ყველა გოგოს, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, ვუთხრა, რომ ისინი ძალიან ლამაზები არიან. მე, სამწუხაროდ, ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ვინმე აუცილებლად დაარღვევს სილამაზის დამკვიდრებულ სტანდარტებს და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ბულინგი წონასთან დაკავშირებით.