“ ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს”

90

მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მოკლედ, ჩემს წინა პოსტზე ზოგიერთი კომენტარი მაფიქრებინებს, რომ არაფერი არ გვეშველება (კახი კავსაძის ხმით).
ხან ნაცი მიძახეს, ხან არაპატრიოტი, ბახმაროს როგორ შეეხეო, და რა ვიცი, აშკარად ვიღაცეებს ეროვნული ღირსება შეელახათ:).
ჰოდა, ახლა კიდევ უფრო მეტ მკრეხელობას ვიტყვი – ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს. ბაკურიანში ნამყოფებს და არანამყოფებს ზამთარში რესპირატორული ინფექციების რისკი თანაბრად აქვთ:).
ვისაც წაკითხულის გააზრება გაუჭირდა, კიდევ ერთხელ ავუხსნი, რომ სუფთა ჰაერი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჟანგბადის მოლეკულა (O2) სხვადასხვა დასახლებაში სხვადასხვანაირი ვერ იქნება. ჩვეულებრივ სოფლებშიც იგივე ჰაერია.
ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს.
სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით და მთელი წლის ნანატრი შვებულება ჩაუშხამდებათ ხოლმე. ამის მეტს რას ვუყურებ, ჩემი პროფესიაა.”

მოკლედ, ჩემს წინა პოსტზე ზოგიერთი კომენტარი მაფიქრებინებს, რომ არაფერი არ გვეშველება (კახი კავსაძის ხმით).
ხან ნაცი…

Posted by Maia Butsashvili on Thursday, August 14, 2025