თათული ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

163

მსახიობი თათული ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჩვენი მეგობარი და კოლეგა რომელსაც აუცილებლად ჭირდება ჩვენი დახმარება🙏❤️.
მეგობრები ოთიას გამარჯვებისთვის ❤️

ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, ოთარ ქათამაძე, მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა — ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება.

დღესდღეობით ოთია რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ რაც მთავარია ექიმები იმედიან პროგნოზს გვაძლევენ და ჩვენ ვიცით, ოთია აუცილებლად გამოჯანმრთელდება და მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს!

ამ გამარჯვებამდე კი წინ არის ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაციის გზა. სწორედ ახლა სჭირდება მას ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.

ოთია — ნიჭიერი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და სამაგალითო მოქალაქეა. მოდით, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ, რომ მან ეს ბრძოლა აუცილებლად მოიგოს!!!

ანგარიშის ნომრები:

#GE37TB7251245064300006

#GE36BG0000000525985281

მიმღები – ანა დეისაძე

დანიშნულება – ოთიასთვის”

ჩვენი მეგობარი და კოლეგა რომელსაც აუცილებლად ჭირდება ჩვენი დახმარება🙏❤️.
მეგობრები ოთიას გამარჯვებისთვის ❤️

ჩვენი…

Posted by Tatuli Edisherashvili on Thursday, August 14, 2025