ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ქეთო თოფურიძე ბავშვობიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილია. საზოგადოება კარგად იცნობს მის უფროს დას, ნინი ბადურაშვილსაც.
თავად ახალგაზრდა და წარმატებული ქეთო რამდენჯერმე ხმაურიანი განცხადების გამო კრიტიკის ობიექტადაც იქცა. მისი ცხოვრების სტილი კი ყოველთვის ინტერესის საგანია. მას სოციალურ ქსელში 50 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს საკუთარ ფოტოებს და, ამასთან, ხშირად პასუხობს გულშემატკივრების კითხვებსაც.
ამჯერად, ქეთომ ინსტაგრამის სთორის საშუალებით, დუბაიში ცხოვრების, მის მიმართ არსებული ნეგატიური კომენტარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა:
კითხვაზე თუ როგორ უმკლავდება სტრესს, ქეთო პასუხობს, რომ ჭორები მუდმივად იარსებებს, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას უნდა მიხედოს ყველამ.
“ისინი ისტორიებს თხზავენ, მე კი ჩემი სიმართლე მაქვს. კარგი იქნება საკუთარი ცხოვრებით სცადონ ცხოვრება, აღმოჩნდება, რომ ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვების კრიტიკა” – პასუხობს ქეთო.

დუბაიში ცხოვრებაზე კი ამბობს:მ ” ზაფხულში ამინდის გარდა ყველაფერი ძალიან მომწონს: ცხოვრების ხარისხი, უსაფრთხო გარემო, სისუფთავე და, რაც მთავარია, უსაზღვროდ ბევრი შესაძლებლობა. მთავარია მონდომება და აქ ყველაფერი შესაძლებელია.
